შევეცდებით ფილმის გმირებს სხვადასხვა კუთხით შევხედოთ, გავიგოთ ბრბოს ფსიქოლოგია და ვიპოვოთ რაღაც მნიშვნელოვანი ამ ამბავში საკუთარი თავისთვის.
რამდენად ღრმა შეიძლება დატოვოს ტრავმამ თავისი კვალი?
შეუძლია თუ არა სხვა ადამიანს დაეხმაროს დაძლევაში?
შეხვედრაზე განვიხილავთ, თუ როგორ ხდება სტიგმატიზაცია, რატომ შეიძლება გაგრძელდეს ტრავმა წლების განმავლობაში და რა როლს თამაშობს ამაში მხარდაჭერა.