ქალაქი სლეკვუდი, 1923 წელი. მოქმედება ვითარდება არისტოკრატი ედუარდ სილვიუს სასახლეში, რომელიც წინა ღამით გარდაიცვალა. დილით, მისი მეუღლე, ქალბატონი სილვიუ, აღმოაჩენს მის უგონო სხეულს და იძახებს დეტექტივს. დეტექტივი კი ურჩევს მას, რომ სასახლეში მოიწვიოს ედუარდის ყველა ახლობელი და ნაცნობი — სანამ თვითონ დაიწყებს მტკიცებულებების შეგროვებას. ის ეჭვობს, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას, და რომ ბრალი შესაძლოა ერთ-ერთ სტუმარს მიუძღოდეს. იქნებ მკვლელი სწორედ აქ არის?
თითოეულ მოთამაშეს ექნება ინდივიდუალური სიუჟეტური ხაზი და მიზანი. ფინალი კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს თითოეული მონაწილე!
თამაში გაგრძელდება დაახლოებით 3-4 საათი — ამ დროს მოთამაშეები ცდილობენ ამოხსნან, რა მოხდა, და შეასრულონ თავიანთი პირადი ამოცანები.
მნიშვნელოვანია მოვიდეთ, თუ რეგისტრირებული ხართ — თითოეულისთვის ცალკე პერსონაჟია დაწერილი და თუ ვინმე ვერ მოვა, სცენარი შეიძლება შეფერხდეს.
ყველა მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს როლი და პერსონაჟი.
● მონაწილეთა რაოდენობა: 10-15 ადამიანი
● რეკომენდაცია: ჩაიცვით ეპოქის შესაბამისი სტილში (სურვილისამებრ)
● თამაშს გაუძღვება სერგეი — მოკლემეტრაჟიანი კინოს რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, ანიმატორი და სხვადასხვა თამაშებისა და ივენთების წამყვანი.