ფელინის კინოპოემა ფუფუნებაზე, რომელიც ძლიერნი ამა სოფლისანი ვერ იცავს დეპრესიისა და სულიერი სიცარიელისგან.
რომი, ღამის ქუჩები, ბრწყინვალე წვეულებები და პაპარაცების ელვარება. “პლეიბოის” ჟურნალისტი მარჩელო — იტალიური ელიტის ცხოვრების უშუალო მონაწილე და მოწმე 1950-იანი წლების ბოლოს. ქალები ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ ვერცერთი ვერ ეხება მის გრძნობებს. მარჩელო დროის უმოწყალო მსმელია, რომელიც სასოწარკვეთილი მხიარულების მორევში იძირება, იმ იმედით, რომ ოდესმე ეს მხიარულება ჩაანაცვლებს სასოწარკვეთას. „ტკბილი ცხოვრება“ — ჰიპნოტური ბალი, ცდუნებების ლაბირინთი, სადაც ყველაფერი თეატრს ჰგავს — განსაკუთრებით კი რეალობა.