ძუნწი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ძუნწი

ძუნწი

ძუნწი
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან 10
advertising
ქართული

აღწერა

მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სპექტაკლს “ძუნწი” რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე მსახიობები გოჩა კაპანაძის რეჟისორობით წარმოადგენენ. გიორგი ერისთავმა, როგორც უდიდესმა საზოგადო მოღვაწემ და პირველმა ქართველმა კომედიოგრაფმა თავისი დრამატურგიით სათავე დაუდო კრიტიკულ რეალიზმს ქართულ ლიტერატურაში. მან საკუთარი პიესებით პირველმა გაუსწორა თვალი სინამდვილეს, დრომოჭმულს შელამაზების გარეშე ნამდვილი სახელი უწოდა და რეალისტურ სახეებში ასახა. პიესით „ძუნწი“ დღის სინათლეზე გამოიტანა მაღალი წოდების ჩამორჩენილობა და ფუქსავატობა. შექმნა ცოცხალი სახეები დეგრადაციის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობის. გმირთა რეპლიკების საშუალებით ავტორი გასაგებს ხდის თუ რაში და სად უნდა ვეძებოთ მათი უბედურების მიზეზი.

ფოტო და ვიდეო

ძუნწი

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება