ინსტაგრამს ძალიან ხშირად ამოწმებთ? გინდათ, რომ აღარ რეაგირებდეთ მტკივნეულად იმაზე, თუ რას ფიქრობენ და ამბობენ თქვენზე სხვები? თქვენს გონებაში ხშირად ჟღერს შინაგანი კრიტიკოსის ხმა, რომელიც თქვენს ქცევით უკმაყოფილოა?
მომდევნო ხუთშაბათს ჩვენს სივრცეში გაიმართება ფინური ფსიქოლოგიური ბოდი-ჰორორის "Hatching" კინოჩვენება—ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა, მთავარი გმირი მშობლების მოლოდინების მსხვერპლი გამხდარიყო.
ჩვენი განხილვის თემები იქნება ნარცისული ტრავმები, მშობლებისა და საზოგადოების ზეწოლა, ფსიქოლოგიური მომწიფების პროცესები, შინაგანი თავისუფლება და საკუთარი თავის მიღება.
შეხვედრას გაუძღვება სელენა ვალიავკინა—ფსიქოლოგი, რელაციური ანალიტიკოსი, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი და კინოჩვენებების კურატორი.