📯 18 სექტემბერს 𝗦𝗞𝗘𝗡𝗘-ს დაბადების დღეს კოლიზეუმში აღვნიშნავთ და წარმოგიდგენთ მურო გაგოშიძე & Laboratory-სა და ELLARGE-ის კოლაბორაციას ერთ სცენაზე.
პირველად ისტორიულ და მისტიკურ სივრცეში, სადაც თანამედროვე ქორეოგრაფია და ელექტრონული მუსიკა ერთ რიტმში გაერთიანდება.
ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს წარადგენს ELLARGE — ქართული Live Electronic პროექტი, რომელიც ელექტრონულ ჟღერადობას, ცოცხალ ინსტრუმენტებსა და იმპროვიზაციას აერთიანებს. ამ განსაკუთრებულ ღამეს ასევე შემოგვიერთდებიან ადგილობრივი სცენის გამორჩეული ოსტატები, ყველასათვის საყვარელი და ჩვენი მეგობრები 𝗟𝗘𝗩𝗜 𝗟𝗢𝗩𝗘 𝗗𝗜𝗦𝗖𝗢 და 𝗧𝗢𝗕𝗔𝗞𝗢 𝗧𝗪𝗘𝗘𝗡.
🏛️ საღამო, სადაც წარსულის მისტიკა თანამედროვე ხელოვნებას ხვდება.
ასაკობრივი შეზღუდვა: 21+