6 სექტემბერს 20:00 საათზე უნიკალური კონცერტი გაიმართება. გახდი შემოდგომის საკონცერტო სეზონის გრანდიოზული ნაწილი თბილისის კონსერვატორიაში, რომელშიც მონაწილეობს საერთაშორისოდ აღიარებული იტალიელი ტენორი ფაბიო ანდრეოტი!
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.