აღწერა
„17 წლის ნიკოლას რთული პერიოდი უდგას. მხიარული და მუდამ ღიმილიანი ბავშვი მოღუშულ და ფეთქებად მოზარდად იქცა. რა დაემართა ნიკოლას? ან სკოლაში რატომ აღარ დადის?.. ამ ყველაფერზე დედა ძალიან ნერვიულობს, მაგრამ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობს. ნიკოლა გადაწყვეტს, საცხოვრებლად მამასთან გადავიდეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს შვილის გადასარჩენად და მისთვის სიცოცხლის ხალისის დასაბრუნებლად. თუმცა საკითხავია, როცა ვინმეს შველას ვცდილობთ, რეალურად ვის ვეხმარებით - მას თუ საკუთარ თავს?..“.