ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს.
იაპონიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე და დირიჟორი გიორგი ბაბუაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებენ ვ.ა. მოცარტის უვერტიურას ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“, კონცერტს ვიოლინოსა და ორკესტრისთვის N3 და პ. ჩაიკოვსკის სიმფონიას N4.