მენიუ
ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო გიორგი ჟორდანიას დირიჟორობით შეასრულებს იოჰანეს ბრამსის მე-4 სიმფონიას, ხოლო ახალგაზრდა პიანისტი - სალომე ჟორდანია, რომელიც მუსიკოს-შემსრულებლების საერთაშორისო სააგენტო IMG არტისტია, დაუკრავს პეტრე ჩაიკოვსკის კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N1.