2024 წლის 3 თებერვალს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო რევაზ ტაკიძე. რომელიც შეასრულებს ანტონინ დვორჟაკის მე-9 სიმფონიას „ახალი სამყაროდან“, ხოლო პეტრე ჩაიკოვსკის კონცერტს ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის დაუკრავს ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, ლონდონის იეჰუდი მენუხინის სახელობის მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებული, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი - მარიამ ობოლაშვილი.