მენიუ
2024 წლის 14 აპრილს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო დავით მუქერი, რომელიც შეასრულებს ლ. ვ. ბეთჰოვენის მე-4 სიმფონიას.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლე, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების ლაურეატი - გია ხეოშვილი (ჩელო), რომელიც დაუკრავს კ. სენ-სანსის კონცერტს ჩელოსა და ორკესტრისთვის.