კლასიკური მუსიკის საღამო, სადაც მუზეუმი ერთ დიდ სცენად გარდაიქმნება. სივრცე, სადაც სინათლე და ფერი მუსიკის სუნთქვას ერწყმის. აღმოაჩინე საღამო, რომელიც ხელოვნების სამყაროში ახლებური შეგრძნებით გამოგზაურებს, ბოლომდე ჩაგითრევს, ემოციებით აგავსებს და შენს შთაბეჭდილებებში დიდხანს დარჩება.
გიგი პიანომენის კონცერტზე დასწრების წესები:
• დრესკოდი: საღამოს კლასიკური სამოსი.
სპორტული ან თავისუფალი სტილის ტანისამოსით მოსული სტუმარი არ დაიშვება კონცერტზე.
• დაგვიანება: დაგვიანებით მოსული სტუმარი, 21:00 სთ-ის შემდეგ დარბაზში არ დაიშვება.
• საკვები და სასმელი: დარბაზში შეტანა აკრძალულია.
• ასაკი: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან კონცერტზე.
გაყიდული ბილეთებს თანხა უკან არ ბრუნდება. (მათ შორის მოსული სტუმრის დარბაზში არ დაშვების შემთხვევაში)
