SILENT MOVIE ORCHESTRA & Sopio Murusidze Quartet / SOPIO MURUSIDZE QUARTET თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
SILENT MOVIE ORCHESTRA & Sopio Murusidze Quartet / SOPIO MURUSIDZE QUARTET

SILENT MOVIE ORCHESTRA & Sopio Murusidze Quartet / SOPIO MURUSIDZE QUARTET

SILENT MOVIE ORCHESTRA & Sopio Murusidze Quartet / SOPIO MURUSIDZE QUARTET
Napareuli, Kakheti region, Georgia
ბილეთის ფასი
დან100
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

29.08.2026
შაბათი
21:00
100 ₾ - 600
100 ₾ - 600
ვრცლად

აღწერა

საღამო ორ ნაწილად არის დაყოფილი ლოკაციების მიხედვით

(ბილეთი მოიცავს ორივე ნაწილს)

 

SILENT MOVIE ORCHESTRA

 

29 აგვისტოს ლოპოტას ჯაზკლუბის ღია სივრცეში განსხვავებული მუსიკალური გამოცდილება გელოდებათ - SILENT MOVIE ORCHESTRA მუნჯ კინოს ცოცხალი მუსიკით გაახმოვანებს:

 

ლაივ ელექტრონიკა/საქსაფონი - რეზო კიკნაძე

დრამი - დანიელ ადიკაშვილი

საქსაფონი - ლაშა საყვარელიძე

გიტარა - ნიკა გაბაძე

 

დასაწყისი: 21:00

ლოკაცია: ჯაზკლუბის ღია სივრცე

 

SOPIO MURUSIDZE QUARTET

 

მოგვიანებით კი, ჯაზკლუბის შიდა სივრცეში, მთავარ სცენას სოფიო მურუსიძის კვარტეტი დაიკავებს და საღამოს საინტერესო მელოდიებით შეავსებს:

 

ვოკალი - სოფიო მურუსიძე

პიანო - გია რაქვიაშვილი

ბასი - გიორგი სამსონაძე

დრამი - გიორგი მელიქიშვილი

 

დასაწყისი: 22:00

ლოკაცია: ჯაზკლუბის შიდა სივრცე

 

ასაკობრივი შეზღუდვა (მთელი საღამოსთვის): 18+

 

ლოპოტას ჯაზკლუბი ლოპოტა სპა რეზორტზე მდებარეობს. აქ კახეთის ბუნების სიმშვიდე და ჯაზის დინამიკური რიტმები ერთიანდება, ყოველი დეტალი კი მუსიკას უკავშირდება. ჯაზის თავისუფლებითაა შთაგონებული არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინიც. ყოველკვირეულად წარმოდგენილია ცოცხალი მუსიკის განსხვავებული პროგრამები. ლოპოტას ჯაზკლუბში შთამბეჭდავი და განწყობის შემქმნელი საღამოები გელოდებათ რჩეული მუსიკისა და საავტორო კოქტეილების თანხლებით.

 

*ბილეთი ითვალისწინებს ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე მხოლოდ ჯაზკლუბის კონცერტზე დასწრებას და არ მოიცავს რეზრტზე არსებულ სხვა აქტივობებზე დაშვებას.

 

*რეზორტის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებთ 21:00 საათიდან - ჯაზკლუბის დახურვამდე

ადგილზე ბილეთის საფუძველზე გადმოგეცემათ ვიზიტორის საშვი.

გთხოვთ აუცილებლად იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბილეთი.

 

ჯაზკლუბის ინტსაგრამ გვერდი: https://www.instagram.com/lopota.jazzclub/

ჯაზკკლიბის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/LopotaJazzClub

ფოტო და ვიდეო

SILENT MOVIE ORCHESTRA & Sopio Murusidze Quartet / SOPIO MURUSIDZE QUARTET

ადგილი

Lopota Lake Resort & Spa
ლოპოტა სპა რეზორტი, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და თვალწარმტაცი კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ეს არის ადგილი, სადაც დამფუძნებლის ხელით შექმნილი და საგულდაგულოდ ნარჩევი დეტალებით გამორჩეული გარემო დაგხვდებათ, სადაც ოჯახი შენი მასპინძელია და გრძნობ გულწრფელ ზრუნვას - პერსონალური ურთიერთობებით, უშუალობით და ყურადღებით. ლოპოტაზე სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ მაღალი კლასის სასტუმრო კოტეჯებში, ეზიარონ ქართულ, ევროპულ და აზიურ კულინარიას, დააგემოვნონ ქართული, ექსკლუზიური ღვინო და გაეცნონ მისი დამზადების ტრადიციას, განიტვირთონ ეკო-თერაპიით ტყის სპაში, დაკავდნენ სპორტული თუ სათავგადასავლო აქტივობებით, აღმოაჩინონ ადგილობრივი ფლორა და ფაუნა - ლოპოტა ის იშვიათი ადგილია, სადაც კომფორტულ დასვენებას ბუნებასთან სიახლოვე და ინტერაქცია ერწყმის, აქ შეგიძლიათ გაიცნოთ ბიომრავალფეროვან გარემოში მცხოვრები სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი, ბუნებრივად წარმოქმნილ მცენარეებთან ერთად, შეხვდებით ადამიანების მიერ ხელით გაშენებულ ბოსტანს ჯანსაღი პროდუქტებით და ორანჟერეას - ორგანული ბოსტნეულის ჩითილების გამოსაყვანად. ლოპოტაზე ყველაფერია ოჯახური, ინდივიდუალური, რომანტიკული, მეგობრული თუ კორპორაციული დასვენებისთვის, აქ ყველა იპოვის იმას, რასაც ელის დასვენებისგან.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება