მენიუ
რამდენი ხანია, რაც არ გქონია კონტაქტი ბუნებასთან და ადამიანებთან სრულ სიჩუმეში?
მეცნიერულად გამოკვლეულია, რომ სიჩუმე ამაღლებს კრეატიულობას, ყურადღებას, თვითაღქმას, აფართოვებს პერსპექტივას. ამ ყველაფრის გარდა, EveryWay-მ გადაწყვიტა, რომ თამაშები სიჩუმეში და სიჩუმის დაურღვევლად ერთმანეთთან კონტაქტი შემოგთავაზოთ, რა დროსაც ერთად შევქმნით უნიკალურ კონტაქტის გამოცდილებებს. გარდა ამისა, ივენთი ჩატარდება ბუნებაში, თბილისის ზღვის მიმებარედ, ტყის პირას, კოცონთან.
ჯერ ფეხით ვივლით დანიშნულების ადგილამდე, შემდეგ დავანთებთ კოცონს, ჩავატარებთ ივენთს, რა დროსაც არ იქნება ლაპარაკი, ხოლო დასასრულ ისევ შევძლებთ ლაპარაკს და ერთმანეთისთვის მდუმარებაში მიღებული გამოცდილებების გაზიარებას.