Show ,,Voyage'' თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Show ,,Voyage''

Show ,,Voyage''

Show ,,Voyage''
25, ნ. ბარათაშვილის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან 30
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

27.06.2025
პარასკევი
18:00
30
28.06.2025
შაბათი
18:00
30
29.06.2025
კვირა
18:00
30

აღწერა

მთელი საკურორტო სეზონის განმავლობაში კომპანია „STAR Circus Georgia“ აჭარის მოსახლეობას და სტუმრებს წარმოუდგენს რთულ აკრობატულ ტრიუკებს, სილამაზის, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და ნამდვილი მაგიის დღესასწაულს!

ხანდახან ისეც ხდება, რომ ის რაც შენ გაქვს მხოლოდ ჩემოდანია. მაგრამ მოსაცდელში შემთხვევითი შეხვედრა ჩვენს გმირებს ჩუქნის ჯადოსნური თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას და ახალ მეგობრებს... მაყურებელი ჩვენს მსახიობებს გაყვებიან ჯადოსნურ მოგზაურობაში ჩვენი გმირების ოცნებებში და ფანტაზიებშია. მას კი ხელს შეუწყობს ცირკის ხელოვნების სხვადასხვა ჟანრი: ჟონგლიორები და ფრისტაილი, აკრობატული ნომრები და საჰაერო აკრობატები, ეკვილიბრისტები (თოკზე მოსიარულენი), ადრენალინით სავსე დანის ტყორცნის შოუ, კომედიური ნომრები. მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, ეპოქებსა და სტილში: რომანტიული პარიზიდან სახიფათო ჩიკაგომდე, დიდი ბრიტანეთის დიდებული იმპერატრიცის ისტორიიდან ფეხბურთის დღესასწაულამდე ლათინურ ამერიკაში და ვნებიან ტანგომდე.

პირველად ცირკის მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოს შავი ზღვის მარგალიტის არენაზე: ხუთი ქვეყნის „ნიჭიერის“ კონკურსის გამარჯვებულები -ძალოსანი ძმები ვარდანიანები და მათი ფენომენალური ტრიუკი - ხანჯლებზე დგომა - შევიდა გინესის რეკორდის წიგნში! არტისტები ეწინააღმდეგებიან ფიზიკის კანონებს და შეაქვთ სრულიად ახალი წვლილი ცირკის განვითარებაში, მაგრამ ათასჯერ მოსმენილს, სჯობს საკუთარი თვალით ნახვა!

აქ ოცნებები რეალობად იქცევა: ნაზი ლამაზმანი, გარშემორტყმული ჯადოსნური ბზინვარე ბუშტებით ყველანაირი ძალისხმევის გარეშე მონოცოკლით ბალანსირებს უწვრილეს მავთულზე.

უნიკალური ნომერი, რომელმაც მოხიბლა მონტე-კარლოს მთავარი საერთაშორისო ცირკის ფესტივალის მკაცრი ჟიური - ჟონგლიორები ანძებზე. სულის შემკვრელია მაღლა არენის ჭერქვეშ არტისტების ბალანსირების ყურება! ცეცხლი, როგორც ვიცით, მომაჯადოვებელი სანახაობაა. ასევე წარმოდგენილი იქნება ცეცხლის შოუ (fire show): ცოცხალი ცეცხლის ცეკვა და არტისტების ოსტატობა.

ფოტო და ვიდეო

Show ,,Voyage''

ადგილი

Circus Batumi

საკონცერტო დარბაზი ბათუმში
ძველი ცირკის შენობა
ახალი თანამედროვე ადგილი
 

ამ ადგილის ყველა ღონისძიება