19 სექტემბერს, D Block-ის მხარდაჭერით, ვიწყებთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სასცენარო კურსს ნესტან ნენე კვინიკაძესთან ერთად.
თუ გსურთ თქვენი იდეა სიუჟეტად, ხოლო სიუჟეტი სცენარად აქციოთ, შემოგვიერთდით.
კურსის ფარგლებში შეძლებთ ამბის შერჩევასა და მის სცენარად განვითარებას.
კურსის შესახებ
კურსს ხელმძღვანელობს ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი, რამდენიმე კინოსცენარის და პიესის ავტორი.
კურსის დეტალები
◇ თარიღი · 19 სექტემბერი
◇ სესიები · 10
◇ ადგილების რაოდენობა · 10
◇ განრიგი · კვირაში 2-ჯერ, შაბათსა და კვირას
◇ დრო · 12:00–14:30
◇ ხანგრძლივობა · 2,5 საათი
◇ ასაკი · 16+
◇ ფასი · 550 ლარი
◇ მისამართი · მ. კოსტავას ქ. 14 • D Block Workspace @ Stamba
კურსის პროგრამა
1. შესავალი • ამბის შერჩევა კინოსცენარისთვის და სავარჯიშოები
2. კონცეფცია • ამბის გარდასახვა კინოსცენარად
3. დრამატურგია • არქიტექტონიკა, მთავარი გმირი, მიზანი და წინააღმდეგობა
4. ბაზა • ლოგლაინი, სინოფსისი და თრითმენტი
5. პრაქტიკა • ინტენსიური მუშაობა თრითმენტზე
6. დიალოგები • პერსონაჟების ენა და პრაქტიკული სავარჯიშოები
7. განვითარება • სცენარზე მუშაობის ძირითადი პროცესი
8. პირველი დრაფტის ბაზის შექმნა
9. პირველი დრაფტის შექმნა
10. კითხვა
რატომ ეს კურსი?
- საერთაშორისო გამოცდილება: მენტორის პროექტები ისეთი პლატფორმების გამარჯვებულია, როგორებიცაა: Hubert Bals, Sarajevo IFF, APSA, სლოვენიისა და საბერძნეთის კინოფონდები.
- პრაქტიკული შედეგი: იდეას აქცევთ სიუჟეტად, ხოლო სიუჟეტს — მზა კინოსცენარად.
- უნარები: შეისწავლით კინოსცენარის წერის სწორ ფორმასა და სტრუქტურას.
შემოგვიერთდით! ერთად ვუყუროთ სხვის ფილმებს და დავწეროთ საკუთარი!