shnit TBILISI 2026: COMEDY - International Short Films - Closing Night თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
shnit TBILISI 2026: COMEDY - International Short Films - Closing Night

shnit TBILISI 2026: COMEDY - International Short Films - Closing Night

shnit TBILISI 2026: COMEDY - International Short Films - Closing Night
3ა, ვეკუას ქ.
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური

განრიგი

27.08.2026
ხუთშაბათი
19:30
15 ₾ - 22
15 ₾ - 22
ვრცლად

აღწერა

რვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ კონტროლი შეინარჩუნონ მაშინ, როცა მათ გარშემო ყველაფერი სულ უფრო უმართავი ხდება.

COMEDY shnit ფესტივალს ასრულებს ისტორიებით კინოგადაღების კატასტროფებზე, მამაკაცურობის გადაფასების სემინარებზე, საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვის ციებ-ცხელებაზე, საერთო ბინაში გაჩაღებულ ომზე, ზოომაღაზიის კონფლიქტზე, სიურრეალისტურ ოჯახურ დაძაბულობაზე, პატაგონიაში განმეორებით სიკვდილსა და ოპერის მოყვარულ ლენტისებრ ჭიაზე, სახელად ალექსისი.

იუმორი მშრალი დაკვირვებიდან მოკუმენტურ ფორმატში, ანსამბლურ ფარსში, აბსურდიზმში, სიურრეალისტურ ფანტაზიასა და ისტორიულ გამონაგონში გადადის. ზოგი ფილმი ყველასთვის ნაცნობი სოციალური სიტუაციით იწყება და ნელ-ნელა სცდება ლოგიკის საზღვრებს. სხვები კი თავიდანვე გაცილებით უცნაურ სამყაროში გვხვდება.

გადამღები ჯგუფი აღმოაჩენს, რომ მხოლოდ მონდომებით ყველა საწარმოო პრობლემას ვერ გადაჭრი. მამაკაცების ჯგუფი სარეაბილიტაციო რეტრიტზე იკრიბება, რათა მამაკაცურობის შესახებ მოძველებული წარმოდგენებისგან გათავისუფლება ისწავლოს. 1962 წელს ექვსი ქალი ახალი პლასტმასის საყოფაცხოვრებო ნივთის გარშემო იკრიბება. საერთო ბინის მცხოვრებლები კამათობენ, ვინ უნდა დატოვოს გადაჭედილი საცხოვრებელი. თევზების დაბრუნების გამო დაწყებული უთანხმოება კი ემოციურ დაპირისპირებაში გადაიზრდება.

და შემდეგ არიან მარია კალასი და ლენტისებრი ჭია. მათი ურთიერთობის ახსნას თავად ფილმს მივანდობთ.

🎬 8 ფილმი. 6 ქვეყანა. 1 სთ 18 წთ 43 წმ.

ფოტო და ვიდეო

shnit TBILISI 2026: COMEDY - International Short Films - Closing Night

ადგილი

Fomo.Cinema
უნიკალური კინო სივრცე: მსოფლიო კლასიკა, ფესტივალური ფილმები, სიახლეები
ამ ადგილის ყველა ღონისძიება