აღწერა
შმა ისრაელ - ეს არის ამბავი ღმერთზე გაბრაზებულ ადამიანზე, რომელიც მთელი ცხოვრება ლოცულობდა, ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია, სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ესაა ამბავი ებრაელ ოჯახზე, რომელიც გაწამებულია პოგრომებით, დევნით, პირადი ტკივილებით, რჯულის დათმობის იძულებით და სვამს პაწიწინა კითხვას : “რისთვის?”