აღწერა
"შინელი" ჩემი პირველი სპექტაკლია რომელსაც ვდგამ. სამყაროში, რომელიც უსასრულოდ გაიზარდა, მე ვცდილობ მოვძებნო ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა, რათა არ დავრჩე მარტო და ამისთვის თეატრს ვირჩევ. მოგიყვეთ რას ვფიქრობ და თქვენც მოგისმინოთ - ეს ჩემი მიზანია, მიზანი კი გადარჩენის ერთერთი საშუალება. ჩემი სპექტაკლიც ზუსტად ამაზეა! გამარჯობა, მე კოკო ვარ... კონსტანტინე (კოკო) როინიშვილი