აღწერა
შიმშილის არტისტი კაფკას ტექსტის მიხედვითაა შექმნილი და ნეკროშიუსის ყველაზე ბოლო სპექტაკლია . ტექსტში საკმაოდ ბევრია იმპროვიზაცია; სავსეა ირონიით , ხოლო უამრავი დეტალი მაესტროს ცხოვრებას უკავშირდება . ნეკროშიუსის თანახმად, საუკეთესო წამალი შემოქმედებით კრიზისის დროს არის მუშაობა და თვითირონია.