თქვენი თბილი მასპინძლობით შთაგონებულები, კვლავ ვბრუნდებით! ამჯერად კიდევ უფრო მეტ ქალაქს ვესტუმრებით. გვინდა, კიდევ უფრო დიდხანს შევინარჩუნოთ ერთიანობის, თავისუფლების, უსაზღვრო სიამოვნებისა და დაუსრულებელი სიცოცხლის შეგრძნება. ღრმად ჩავისუნთქოთ უკიდეგანო სტეპების სუფთა ჰაერი, ავიდეთ ყველაზე მაღალ მთებზე და იქიდან მთელი ხმით ვიყვიროთ, როგორ გვიყვარხართ თქვენ და როგორ გიყვარვართ ჩვენ.
მოვდივართ ძველი მეგობრების მოსანახულებლად და ახლების გასაცნობად. მოდით, ჩამოდით, ჩამოფრინდით! იმღერეთ, იცეკვეთ, გიყვარდეთ! მეტს არაფერს გთხოვთ.