მენიუ
პიესის ავტორი: დევიდ ჰაროუერი
რეჟისორი: გეგა გაგნიძე
სპექტაკლის შესახებ: სტომატოლოგიური მასალების საწარმოში მისული უცნობი ახალგაზრდა ქალი საწარმოს ერთ-ერთ თანამშრომელთან, პიტერთან, ითხოვს შეხვედრას. მოულოდნელი სტუმარი აღმოჩნდება გოგონა, რომელთანაც 15 წლის წინ, პიტერს მალული სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. გოგონა მაშინ არასრულწლოვანი იყო, თუმცა ამის მიუხედავად პიტერს და უნას ჰოლანდიაში გაპარვა ჰქონდათ განზრახული.
მათი გეგმები გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო ჩაიშალა. პიტერი დააპატიმრეს. უნას ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. წლების შემდეგ, დევიდ ჰაროუერის პიესის გმირები ცდილობენ გაარკვიონ თუ რა მოხდა მათ შორის, რატომ დარჩა პატარა უნა უცხო ქალაქში მარტო და წარსულში დაბრუნებით გულგრილს არ ტოვებენ მაყურებელს.