შალვა მოსიძე 90 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შალვა მოსიძე 90

შალვა მოსიძე 90

შალვა მოსიძე 90
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

03.12.2026
ხუთშაბათი
19:00
10 ₾ - 30 ₾
10 ₾ - 30 ₾
ვრცლად

აღწერა

2026 წელს გამოჩენილ ქართველ ქორმაისტერს, საგუნდო დირიჟორს, პედაგოგს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსს, ბატონ შალვა მოსიძეს 90 წელი უსრულდება. 


3 დეკემბერს 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ შალვა მოსიძის იუბილისადმი მიღვნილ საგუნდო მუსიკის საღამოს. 


საიუბილეო კონცერტში მონაწილეობენ: 

საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი - ხელმძღვანელი სიმონ ჯანგულაშვილი ;

გორის ს.ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი - ხელმძღვანელი ნინო წიკლაური;

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა - ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე;

საქართველოს სახელმწიფო კაპელა - ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე;

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი - ხელმძღვანელი ლიანა ჭონიშვილი. 


შალვა მოსიძე დაიბადა 1936 წლის 28 დეკემბერს ქალაქ ჭიათურაში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედი“ საგუნდო-სადირიჟორო განხრით, ხოლო 1967 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია გუნდის დირიჟორის სპეციალობით ვახტანგ ფალიაშვილის ხელმძღვანელობით. 1960-იანი წლების ბოლოდან მუშაობდა გორის მუსიკალურ სასწავლებელში, 1976 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგად. საშემსრულებლო ფაკულტეტის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ხელმძღვანელი, მაგისტრატურის გუნდის ხელმძღვანელი; ამჟამად კონსერვატორიის პროფესორი და ემერიტუსია. 1970 წელს გორში დააარსა გოგონათა (შემდგომში ქალთა კამერული) გუნდი. 2013 წლამდე, 43 წლის განმავლობაში იყო მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მრავალი პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა. 2013 წელს მაესტრომ გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელობა თავის მოწაფეს, თეონა ცირამუას გადასცა.


1976–1985 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქალთა გუნდს.


შალვა მოსიძის რეპერტუარი გამოირჩევა ქართული საგუნდო კლასიკის, სასულიერო მუსიკის, ხალხური სიმღერების საგუნდო დამუშავებებისა და ევროპული კლასიკის სინთეზით. მას „ბგერის ჯადოქარსაც“ უწოდებენ გუნდის განსაკუთრებული, დახვეწილი ჟღერადობის გამო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი შემოქმედებითი თანამშრომლობა კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძესთან და ჯემალ ბეგლარიშვილთან. 


შალვა მოსიძე გახლავთ საქართველოს საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი და მრავალი საერთაშორისო საგუნდო კონკურსის ჟიურის წევრი. 


ჯილდოები და პრემიები: 

1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი;

1988 - საქართველოს სახალხო არტისტი;

1991 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია;

1996 - გორის საპატიო მოქალაქე;

1996 - ღირსების ორდენი, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის;

2013 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია;

2013 - ღირსების ორდენი;

2013 - წელს - მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი;


2023 წლის 30 სექტემბერს ქალაქ გორში გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა.


3 დეკემბერი, დრო: 19:00;

ადგილი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი;

მისამართი: გრიბოედოვის ქ. №8;

ორგანიზატორი - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.ს

ფოტო და ვიდეო

შალვა მოსიძე 90

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება