შაკატაკი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შაკატაკი

შაკატაკი

შაკატაკი
31, შ. რუსთაველის გამზ.
ბილეთის ფასი
დან180
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

19.01.2026
ორშაბათი
20:00
180 ₾ - 200
180 ₾ - 200
ვრცლად
20.01.2026
სამშაბათი
20:00
180 ₾ - 200
180 ₾ - 200
ვრცლად

აღწერა

"შაკატაკი" 1980 წელს ლონდონში შეიქმნა და თავდაპირველად ჯგუფში

იყვნენ პიანისტები ბილ შარპი და ნაიჯელ რაიტი, გიტარისტი კით უინტერი, ბასისტი სტივ ანდერვუდი და დრამერი - როჯერ ოდელი. ბენდმა მალევე გაითქვა სახელი თავისი ანდერგრაუნდ ჰიტით “Steppin”. მომდევნო წელს ისინი ბრიტანულ ტოპ 50-ეულში მოხვდნენ სიმღერებით “Livin' in the UK” და “Brazilian Dawn”. ორივე მათ სადებიუტო ალბომში - Drivin' Hard-ში მოხვდა.

„შაკატაკმა“, რომელმაც ანდერვუდი ბასისტი ჯორჯ ანდერსონით ჩაანაცვლა, 1982 წელს მეორე ალბომი Nightbirds გამოუშვა, საიდანაც სიმღერა “Easier Said Than Done” საუკეთესო 20 სიმღერას შორის მოხვდა, ხოლო ალბომის პირველი სიმღერა საუკეთესო ათეულში. ალბომში ასევე დებიუტი ჰქონდა მომღერალ ჯილ საუარდს, რომელიც მალევე გახდა ბენდის წამყვანი ვოკალისტი, რაც აისახა1984 წლის ალბომში Down on the Street, რასაც მოჰყვა მათი ჰიტი “Watching You”. 1985 წლის ლაივ ალბომის შემდეგ ბენდი სტუდიაში დაბრუნდა და Day by Day: City Rhythm-ზე დაიწყო მუშაობა. ალბომის პირველ სიმღერაში ელ ჯეროც მონაწილეობდა.

დიდწილად ინსტრუმენტული ალბომების სერია Into the Blue, Golden Wings, Da Makani და Niteflite ექსკლუზიურად იაპონიაში გამოიცა, სადაც “შაკატაკმა” გასაოცარი პოპულარობა მოიპოვა. მანამდე 1988 წელს გამოიცა Manic and Cool, საიდანაც სიმღერებმა "Mr. Manic and Sister Cool" და "Something Special” საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

1992 წელს გამოცემული Open Your Eyes Billboard's Contemporary Jazz ჩარტის ლიდერი გახდა, რის შემდეგაც ბენდი Street Level-ის დახმარებით სამხრეთ აფრიკის ტურში გაემგზავრა. მომდევნო წელს კი მათი ახალი ალბომი Full Circle ჰიპ-ჰოპის მიმართულებით განვითარდა. 1997 წელს “შაკატაკმა” შარპის, ოდელის, საუარდისა და ანდერსონის შემადგენლობით ხელახლა გამოჩნდნენ სიმღერით Let the Piano Play, რასაც მოჰყვა სინგლი View from the City 1999 წელს.

დატვირთული საკონცერტო გრაფიკთან ერთად “შაკატაკს” მუშაობა არ შეუწყვეტია და მომდევნო ათი წლის განმავლობაში უამრავი წარმატებული ალბომი გამოუშვა, მათ შორის Under Your Spell 2002 წელს, Blue Savannah 2003 წელს და Afterglow 2009-ში. 2010 წელს მათ 30 წლის იუბილე იზეიმეს და ეს თარიღი მომდევნო წელს ალბომის Across the World-ის გამოშვებით აღნიშნეს. 2014 წელს გამოვიდა On the Corner, 2016-ში კი Times and Places.


 

ფოტო და ვიდეო

შაკატაკი

ადგილი

TATUZA Jazz Club

Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება