სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი - რიტმი„ ტრადიციულად აგრძელებს დედაქალაქში საერთაშორისო აღიარების არტისტებისა და ნოვატორული პროექტების წარდგენას.
12 მაისს თამაზ ყურაშვილის სახელობის ჯაზკლუბში „თათუზა“, მსოფლიო აღიარების აზერბაიჯანელი ვირტუოზი პიანისტი შაინ ნოვრასლი, ფრანგულ ტრიოსთან ერთად, საზოგადოების წინაშე წარდგება. ნოვრასლი ამ საღამოს კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და მუღამის წარმტაც საუფლოში გვამოგზაურებს.
შაინ ნოვრასლი- ფორტეპიანი (აზერბაიჯანი)
ერიკ ჟაკო - კონტრაბასი (საფრანგეთი)
ჯოსლინ აზარდ- დრამი (საფრანგეთი)
სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი -რიტმი“ იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
ფესტივალის ორგანიზატორია საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“
Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.