სექსი, სიცრუე და ვიდეო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სექსი, სიცრუე და ვიდეო

სექსი, სიცრუე და ვიდეო

სექსი, სიცრუე და ვიდეო
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული

აღწერა

დაქორწინებულ წყვილს — ენსა და ჯონს — სტუმრად უნივერსიტეტის ძველი მეგობარი, გრემი, ესტუმრება. ის უცნაური და თავხედური ადამიანია, რომელსაც საიდუმლო აქვს. ენი შემთხვევით გაიგებს, რომ გრემი ქალების ინტიმურ აღსარებებს ვიდეოკასეტებზე იწერს. თავად კი ერექციული დისფუნქციის გამო სრულფასოვანი რომანტიკული ურთიერთობების დამყარება არ შეუძლია. ეს უცნაური გატაცება მისთვის ერთადერთი გზაა, რომ რაიმე მაინც იგრძნოს.

ფილმის სცენარი სულ რვა დღეში დაიწერა, ხოლო გადაღებები თავად რეჟისორის ბინაში გაიმართა. მიუხედავად ამისა, ფილმი კინოგაქირავებაში უდიდეს წარმატებად იქცა და მთლიანად შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მცირე რესურსით დიდი კინოს შექმნა.

სათაურის მიუხედავად, „სექსი, ტყუილი და ვიდეო“ თითქმის არ შეიცავს ინტიმურ სცენებს. ეს უფრო ფილმია ადამიანურ სიახლოვეზე, მოსმენაზე და სხვისი შინაგანი სამყაროს დანახვის უნარზე. ის გვიყვება იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანში დაინახო ის, რაც მის შიშებს, აკვიატებებსა და თითქოს გადაულახავ მარტოობას მიღმა იმალება.

🏆 ფილმს კანის კინოფესტივალზე სამი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის „ოქროს პალმის რტო“— ფესტივალის მთავარი პრიზი.

ფოტო და ვიდეო

სექსი, სიცრუე და ვიდეო

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება