სევილიელი დალაქი
თეატრი

სევილიელი დალაქი

🎥რეჟისორი: ბესო კუპრეიშვილი👩🏼‍🎨მხატვარი: ვახტანგ ქორიძე🕺🏻ქორეოგრაფი: გია მარღანია🎼მუსიკალური ადაპტირება: ზურაბ გაგლოშვილი🎶მუსიკალური ადაპტირება: გური ზაქარეიშვილი🎵მუსიკალური ადაპტირება: ირაკლი ათანელიშვილი➡️მონაწილეობენ: ნინო პაპიაშვილი, მაია მალხაზიშვილი, ედმონ გაბედავა, ნინო მანაგაძე, თამარ სოროკინა, ანა ლეჟავა, გიორგი ყორღანაშვილი
სევილიელი დალაქი
99/1 D.Agmashenebeli avenue
advertising
ქართული

აღწერა

"სევილიელი დალაქი" საოპერო თოჯინური სპექტაკლია და განსაზღვრულია თეატრის ყველაზე პატარა მაყურებლისათვის. ეს არის არაჩვეულებრივი მუსიკის, უნიკალური შემსრულებლებისა და გასაოცარი თოჯინების სინთეზი! ასეთი საოპერო თოჯინური სპექტაკლი ბავშვებისათვის პირველად შეიქმნა საქართველოში!

სევილია ესპანეთის მზიანი და მჩქეფარე მხარეა, იქ ბევრი გონებამახვილი და მოხერხებული ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის ფიგარო, პროფესიით დალაქი.ეს მოხერხებული სევილიელი დალაქი ძალიან სახალისო და რომანტიულ ისტორიას წარმოგვიდგენს, სადაც გრაფ ალმავივასა და მშვენიერ როზინას უყვართ ერთმანეთი და მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, ფიგაროს დახმარებით, ახალგაზრდების სიყვარული ქორწილით სრულდება...ზღაპარში ხომ ყოველთვის სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს.

ფოტო და ვიდეო

სევილიელი დალაქი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.