სესილია და ვერიკო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სესილია და ვერიკო

სესილია და ვერიკო

სესილია და ვერიკო
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან10
advertising
ქართული

განრიგი

30.01.2026
პარასკევი
20:00
10 ₾ - 50
10 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

მარჯანიშვილის თეატრი - მრავალი ათეული წელი და ორი დიდებული ქალი ერთ საგრიმიოროში - ვერიკო და სესილია - მხოლოდ სახელებიც საკმარისია იმისათვის, რომ ქართველ მაყურებელში სიყვარულისა და პატივისცემის განცდა გაჩნდეს, მოინუსხოს, გაახსენდეს, ჩაფიქრდეს...

 

ვერიკო და სესილია - დიდი ისტორია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული თეატრისა და კინოს განვითარების გარდამტეხ ეტაპებთან, გამარჯვების სიხარულთან, აღტაცებასთან და სევდასთან.

 

ვერიკო და სესილია - ორი სახელი, რომელთა გარეშე ქართული თეატრისა და კინოს არსებობა წარმოუდგენელია.

 

30 იანვარს, 20 საათზე კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ერთი საგრიმიოროს მიღმა არსებულ უჩვეულოდ საინტერესო ამბებს მოგვიყვება ამბებს შემოქმედებითი აღმაფრენის, დაცემის, ტკივილის, სევდისა და უზომო სიხარულის შესახებ - ამბებს, რომელთაც ორი განუმეორებელი ქალი - ვერიკო და სესილია ქმნიდა

ფოტო და ვიდეო

სესილია და ვერიკო

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება