აღწერა
დაიწყო მიღება ოჯახის კონსულტირების სასწავლო პროგრამაზე.
პროგრამის წარმდგენია ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა (NUO) ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი.
სასწავლო პროგრამა წარიმართება სისტემური მასტერკლასების ფორმატით და საშუალებას მისცემს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებს დაეუფლონ ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების კონსულტირების სპეციალიზაციას.
სასწავლო პროგრამის გადასახადი
სრული პროგრამის ღირებულება 3600 ლარი
მსმენელს შეუძლია აირჩიოს თავისზე მორგებული გადახდის გრაფიკი:
სწავლის ღირებულება შეიძლება სრულად გადახდილი იყოს რეგისტრაციისთანავე
ან გადანაწილდეს მომდევნო 12 ან 10 თვის მანძილზე.
სწავლის ღირებულების 12 თვეზე გადანაწილების შემთვევაში ყოველთვიური ღირებულება იქნება 300 ლარი
სწავლის ღირებულების 10 თვეზე გადანაწილების შემთვევაში ყოველთვიური ღირებულება იქნება 360 ლარი
წყვილად, მეგობართან ერთად პროგრამაზე რეგისტრაციისა და გადახდის შემთხვევაში სასწავლო კურსის 1 თვის ღირებულება (12 თვეზე გადანაწილების შემთვევაში) - 270 ლარი
10 თვეზე გადანაწილების შემთვევაში- 324 ლარი
პროგრამაზე ინდივიდუალურად 25 აგვისტომდე რეგისტრაციისას კურსი 1 თვის ღირებულება - 270 ლარი
თანხის ერთიანად შემოტანის შემთხვევაში კურსს გაივლით წელიწადში 3000 ლარად
თუ ხართ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრიატი მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სარგებლობთ მუდმივმოქმედი 15 % ფასდაკლებით და კურსის ყოველთვიური ღირებულება (12 თვეზე გადანაწილების შემთვევაში) იქნება 255 ლარი
10 თვეზე გადანაწილების შემთვევაში- 306 ლარი
სასწავლო კურსზე განაცხადის შემოტანისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა.
https://docs.google.com/.../1YyymCKqG8ZTpsjnu3cYXUPx.../edit
ან
მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე federation.dendroni@gmail.com სახელი; გვარი; საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი) დანიშნულებაში მიუთითეთ კურსის დასახელება