16 მაისს თბილისში, “დინამო არენაზე”, ქართული ფეხბურთის ვეტერანები ბარსელონას ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება “ლეგენდების სერიის” მეორე მატჩი, რომელიც შარშან, ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.
კატალონიური გრანდი ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ყველაზე მეტ ქომაგს უყვარს. ეს სიყვარული 2025 წლის მაისში კიდევ უფრო მძაფრი გახდება, რადგან “დინამო არენას” მინდორზე გამოვლენ ფეხბურთელები, რომელთა ნახვაც ქომაგს ყველგან და აბსოლუტურად ყველა ფორმატში უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს - მათ შორის მთავარი ვარსკვლავი კი 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, რონალდინიო იქნება. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოში პირველად ითამაშებს.
მატჩის ორგანიზატორია Sports Orient, გენერალური სპონსორი კი - Betsson.
კარის გაღების დრო: 17:00
ბილეთის შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის!
ინფორმაცია ეტლის მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე შშმ პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. ბილეთის მისაღებად გამოგვიგზავნეთ ეტლით მოსარგებლე შშმ პირის შესაბამისი საბუთი და პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მეილზე: support@tkt.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, მეილზე უკუკავშირით დაგიბრუნდებით 72 საათის განმავლობაში.
Facebook: https://www.facebook.com/europebet.sport / https://www.facebook.com/SportsOrient
Instagram: https://www.instagram.com/europebet.sport / / https://www.instagram.com/sportsorient/
Event: https://www.facebook.com/events/600056709688139
Youtube: https://www.youtube.com/@europebet_sport
ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა