,,ვერცხლმქანდაკებლობა IV-XIX საუკუნეების საქართველოში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
,,ვერცხლმქანდაკებლობა IV-XIX საუკუნეების საქართველოში

,,ვერცხლმქანდაკებლობა IV-XIX საუკუნეების საქართველოში

,,ვერცხლმქანდაკებლობა IV-XIX საუკუნეების საქართველოში
3, A. Purtseladze St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 25
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

,,ვერცხლმქანდაკებლობა IV-XIX საუკუნეების საქართველოში“ ვერცხლმქანდაკებლობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი და უაღრესად საყურადღებო ისტორია აქვს. ვერცხლის ადრეული ნაკეთობები ადრებრინჯაოს ხანის მიწურულს ჩნდება და ამ დროიდან მხატვრულად მრავალფეროვანი ნიმუშები ეთნოგრაფიულ ყოფაშიც მტკიცედ მკვიდრდება. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული ვერცხლმქანდაკებლობის ნიმუშები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო IV-XIX საუკუნეებით განისაზღვრება. პირველ დარბაზში გამოფენილია საქართველოს სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი მატერიალური კულტურის ნიმუშები, კერძოდ, სამკაული: საკინძეები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები, გულსაკიდი ჯვრები და ტანსაცმლის აქსესუარები. სამკაული, როგორც ადამიანის ყოფის განუყოფელი ნაწილი, წარმოაჩენს ამა თუ იმ ეპოქაში ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ თავისებურებებს. ექსპოზიციაში, ვერცხლმქანდაკებლობის ნიმუშებთან ერთად, ამ პერიოდის ოქროსა და ბრინჯაოსგან დამზადებული სამკაულები თუ მონეტებიც არის წარმოდგენილი. ამავე დარბაზში გამოფენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფრესკის პირები ისტორიულ პირთა პორტრეტული გამოსახულებებით. მათი ნაწილი დღეს უკვე ძლიერ დაზიანებული კედლის მხატვრობის ზუსტი ასლებია, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მათ ორიგინალის მნიშვნელობა აქვს. ფრესკის ეს პირები შექმნეს გამოჩენილმა ქართველმა მხატვრებმა და მხატვარ-კოპიისტებმა. გამოფენაზე წარმოდგენილია ვარძიის, ბეთანიის, ლეხთაგის, მარტვილის, ზარათისა და წალენჯიხის ტაძრების მოხატულობებიდან გადმოღებული მეფე-დიდებულთა პორტრეტები თანადროული ეპოქისათვის დამახასიათებელი კოსტიუმებითა და სამკაულით. მეორე დარბაზში XII-XIX საუკუნეების ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ექსპონატებია წარმოდგენილი, რომელთა უმეტესობა პირველად გამოიფინება. აქვეა ხელოვნების მუზეუმის ოთხი ფერწერული ტილო. გამოფენილია საქართველოს კუთხეების - სვანეთის, ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთის, ფშავის, რაჭის, საინგილოს, აჭარის, ახალციხის და, ასევე, თბილისის ვერცხლმქანდაკებლობის ნიმუშებიც, ეკლესიებისთვის შეწირული ვერცხლის თასები, რომელთა წარწერები მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს გვაუწყებს.

ფოტო და ვიდეო

,,ვერცხლმქანდაკებლობა IV-XIX საუკუნეების საქართველოში

ადგილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. ის 1852 წელს თბილისში დაარსებული ”კავკასიის მუზეუმის” სამართალმემკვიდრე და ქვეყნის ხანგრძლივი სამუზეუმო ტრადიციების გამგრძელებელია. მისი დაარსებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სტრუქტურული, ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები დაიწყო. გაერთიანების შექმნის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების უდიდესი ნაწილის, მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის თავმოყრა. ეროვნული საგანძურის ეფექტური მართვისთვის მუზეუმმა შემოიღო ერთიანი მართვის სისტემა, ერთიანი სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზა და განსაზღვრა სამუზეუმო პოლიტიკა. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების ერთიან ქსელს გააჩნია სამეცნიერო-კვლევითი, სარესტავრაციო-საკონსერვაციო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერდისციპლინარული ფორმა. ეროვნული მუზეუმი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობს საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან და ამით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაყოფიერ საქმიანობას. ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარება UNESCO-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება