ექვსი წლის მსახიობის ვაჟს ძალადობაში ადანაშაულებენ. დრამა „სენტიმენტალური ღირებულების“ ვარსკვლავ რენატა რეინსვეს მონაწილეობით.
ორი ექვსი წლის ბიჭის შორის შეუსაბამო ქცევაზე შეტანილი საჩივრის შემდეგ სკოლაში სასწრაფოდ იბარებენ მშობლებს. ერთ-ერთი ბავშვის დედა მარტო რჩება სკოლის ადმინისტრაციის, მეორე ოჯახის და სისტემის წინაშე, რომლებიც დარწმუნებულნი არიან მისი შვილის დანაშაულში და დაუყოვნებლივ ზომების მიღებას მოითხოვენ. მოლაპარაკებები წრეზე ტრიალებს, ხოლო „პასუხისმგებლიანად“ მოქმედების მცდელობები თანდათან თავადაც ძალადობას ემსგავსება.
ფილმი დაჯილდოებულია კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერით“ საუკეთესო სადებიუტო რეჟისურისთვის.
