სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“

სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“

სემინარის მონაწილეები მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გაცემულ სერტიფიკატს.სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერი სასწავლო საფეხურის და ფაკულტეტის სტუდენტებს.აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაცია, რისთვისაც, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 იანვარი.სემინარი ტარდება რეგიონულ პროგრამის „კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების განვითარება სამხრეთ აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“ (CDCPIII) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს, ასევე გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.სემინარის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე - l.saladze@seu.edu.ge რეგისტრაცია აქ 
სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“
9 Tsinandali St., Tbilisi
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

30-31 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართება სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“. 

ორდღიანი სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • კლიმატის ცვლილების არსი და მისი მეცნიერული დასაბუთება;
  • კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები და მისი შედეგები;
  • კლიმატის ცვლილების და გენდერის კავშირი;
  • სამართალწარმოება კლიმატის ცვლილების დარგში;
  • კლიმატის ცვლილების მართვის გლობალური და ადგილობრივი ჩარჩო;
  • სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობები კლიმატის ცვლილების დარგში საქართველოში და საზღვარგარეთ. 

აგრეთვე, გაიმართება დოკუმენტური ფილმის - „Chasing Ice” ჩვენება და დისკუსია.

ფოტო და ვიდეო

სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილება“

ადგილი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
9 Tsinandali St., Tbilisi
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ არის ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში 20 წლიანი ისტორიით. უმოკლეს დროში უნივერსიტეტმა შეძლო მოეპოვებინა ნდობა და პოპულარობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში - თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის ძალისხმევით, სწავლების ეფექტური მეთოდებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და ინოვაციური მიდგომებით, რაც სეუ-ს ძალიან მიმზიდველს ხდის სტუდენტებისთვის და მისი კურსდამთავრებულებისთვის - დამსაქმებლებისთვის! 4 ფაკულტეტი და 17 აკრედიტებული (ბაკალავრიატი, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი) საგანმანათლებლო პროგრამა ბიზნესის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების, ტურიზმისა და მედიცინის მიმართულებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება