ეს არ არის მწერლობის სახელოსნო და არც ლიტერატურული გაერთიანება, თუმცა პერიოდულად მივმართავთ პოეტების, მწერლების, ფილოსოფოსებისა და დრამატურგების მიერ შექმნილ ტექსტებს — და თავადაც ვწერთ და განვიხილავთ ტექსტებს. ამასთან, დასრულებული ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა მიზნად არ ისახება.
იქნება წამყვანებისგან მიღებული დავალებები, მათთვის განსაზღვრული დრო, შესაძლებლობა სიტყვით გამოხატოთ საკუთარი ფიქრები და განცდები, მოისმინოთ საკუთარი თავი და სხვები და ერთად დავაკვირდეთ ამ ალქიმიის შედეგს — სუფთა ფურცელთან სპონტანურ შეხებას და მოკლე დროში საკუთარი ავტორული ტექსტის დაბადებას.
მონაწილეობა შეუძლია ყველას — წერის გამოცდილება საჭირო არ არის.
ორგანიზატორები ეყრდნობიან საერთაშორისო გამოცდილებას: ფრანგულ წერითი ატელიეებს, ამერიკულ poetry therapy-ს და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სხვა ფორმებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის თერაპიული ჯგუფი წერითი პრაქტიკების გამოყენებით, თუმცა, როგორც ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი, შეხვედრას შეიძლება ჰქონდეს თერაპიული ეფექტი.
მოდი — შესაძლოა, სწორედ ახლა „თვითჩაწერის სტუდია“ გჭირდებათ.
შეხვედრას გაუძღვება ფსიქოთერაპევტი ვიქტორია რისქინა — საორგანიზაციო საკითხებზე შეგიძლიათ პირდაპირ მას მისწეროთ.
შეხვედრის მოდელი თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას გახდეს თანაწამყვანი და გაავრცელოს „თვითჩაწერის სტუდიის“ იდეა სხვადასხვა ფორმატში.
