აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ანდრო დგებუაძესთან.
➡️ თემა - „თვითშემეცნება: სუბიექტური ობიექტურობა"
🎓 ლექცია ეძღვნება თვითშემეცნების ერთ-ერთ ყველაზე პარადოქსულ და ღრმა განზომილებას იდეას, რომ ობიექტურობა ხშირად სწორედ გულწრფელი სუბიექტურობიდან იბადება. კარლ იუნგის ინდივიდუაციის კონცეფციაზე დაყრდნობით, განხილული იქნება საკუთარი თავის პოვნის პროცესი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფილოსოფიური მოვლენა.
ლექციის ფარგლებში მსმენელი გაეცნობა როგორ იქცევა შინაგანი სიმართლე ცოდნად, რომელიც სცდება პირად პერსპექტივას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, თუ როგორ შეიძლება საკუთარი თავის გულწრფელი დანახვა გახდეს რეალობის უფრო ფართო და ღრმა გააზრების საფუძველი.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
