აზროვნების აკადემიაში გაიმართება ალექსი ჩიქოვანის მასტერკლასი თემაზე: „თვითქმნა: პერსონალური ბრენდინგი".
მასტერკლასი საკუთარი იდენტობის გააზრებაზე, პირადი ღირებულებებისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენაზე და მათი ავთენტურ, გამოკვეთილ პერსონალურ ბრენდად გარდაქმნაზეა — პროფესიულ და პირად ცხოვრებაში უფრო მკაფიო პოზიციონირებისა და სწორი წარმოჩენისთვის.
მასტერკლასის განმავლობაში განვიხილავთ, როგორ ვიპოვოთ ის გზა, რომელიც ადამიანს ეხმარება შექმნას საკუთარი თავი — ნაღდი პერსონალური ბრენდი; გახდეს ცნობილი კონკრეტული კომპეტენციის გამო და შეძლოს მისი ეფექტიანად „გაყიდვა“. საბოლოოდ კი მიიღებთ პასუხს მთავარ კითხვაზე: რატომ არის პერსონალური ბრენდინგი გამარჯვების გზა.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
