თსუ-ის თანასწორობის კლუბი გიწვევთ ახალ, ინტერაქციულ პროექტზე – „დაინახე 25-ე კადრი“.
პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გასცდეს ზედაპირულ მსჯელობას, აღმოაჩინოს საკითხის ფარული ასპექტები და დაეუფლოს არგუმენტირებული კამათის ხელოვნებას. ტურნირი ეძღვნება თანასწორობის თემატიკას.
რატომ „25-ე კადრი“?
პროექტის უნიკალურობა მის ფორმატში მდგომარეობს. დებატების დაწყებამდე მონაწილეები იხილავენ სპეციალურ ანიმაციურ ვიდეოს, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა პერსპექტივით, კონტექსტითა და „ფარული“ გზავნილებით. თქვენი ამოცანაა, სწორედ ამ ვიდეოს მეშვეობით დაინახოთ ის 25-ე კადრი, რომელიც თქვენს არგუმენტაციას სიღრმესა და დამაჯერებლობას შესძენს.
დებატები წარიმართება კარლ პოპერის ფორმატით.
პროექტის მიზნები:
* კრიტიკული და სწრაფი აზროვნების განვითარება;
* გუნდური მუშაობისა და სტრატეგიული დაგეგმვის უნარების დახვეწა;
* საჯარო გამოსვლებისა და დებატების ხელოვნების დაუფლება;
* თანასწორობის პრინციპების სიღრმისეული გააზრება.
მონაწილეობის პირობები:
* ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელ სტუდენტებს.
* მონაწილეობა ხდება სამწევრიანი გუნდების სახით.
* რეგისტრაციისას აუცილებელია სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის სარეგისტრაციო ფორმაში ატვირთვა.
დაინახე 25-ე კადრი, ამოხსენი მთავარი სათქმელი და გახდი დისკუსიის ლიდერი!
ადგილები შეზღუდულია!
კლუბის წევრებისთვის გაიცემა ღონისძიებაზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
თარიღი: 2 აპრილი, 19:00
ადგილი: თსუ, მე-2 კორპუსი
https://forms.gle/Vb9FCrQYEgbEDQd88 (სარეგისტრაციო ბმული გაიხსნება ოთხშაბათს, 17:00-ზე)
საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.