ბუკინისტური წიგნის ფესტივალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ბუკინისტური წიგნის ფესტივალი

ბუკინისტური წიგნის ფესტივალი

ბუკინისტური წიგნის ფესტივალი
Lado Gudiashvili Street 11, Tbilisi
ინგლისური, ქართული

განრიგი

22.04.2026
ოთხშაბათი
11:00

აღწერა

 

22 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პირველად საქართველოში, წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება - ბუკინისტური წიგნის ფესტივალი გაიხსნება.  🦉

ფესტივალი დამთვალიერებლებს 22-23 აპრილს 11:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. 

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თავს მოიყრიან დედაქალაქის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ბუკინისტები. 

ბუკინისტებს შესაძლებლობა ექნებათ მოაწყონ სხვადასხვა სახის ექსპოზიცია, სადაც წარმოადგენენ წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს, ფოტოებს, ალბომებს, აფიშებს, ნახატებს, პოსტერებს, ღია ბარათებს, საბავშვო ლიტერატურას - ყველა ტიპის ბიბლიოგრაფიულ გამოცემას მათი უნიკალური კოლექციებიდან. 

ღონისძიება საინტერესო იქნება ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ბუკინისტური ნივთების შეძენა აინტერესებს.

ბუკინისტრური წიგნის მოყვარულებს ერთ სივრცეში თავმოყრილი გამოცემების შერჩევის, შეძენისა და თავიანთი კოლექციების გამდიდრების იშვიათი შესაძლებლობა ეძლევათ. 

ფესტივალის პარალელურად ჩატარდება სხვადასხვა სახის აქტივობები, რომელთა შესახებ ინფორმაციას დამატებით შეგატყობინებთ. 

 

ფოტო და ვიდეო

ბუკინისტური წიგნის ფესტივალი

ადგილი

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი
ლადო გუდიაშვილის ფონდი მდებარეობს, საქართველოში, ქ. თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე. ის გახდა ერთ-ერთი გამორჩეული საგამოფენო სივრცე, სადაც ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ლადო გუდიაშვილის შემოქმედებასა და ცხოვრებას. საგამოფენო დარბაზში პერიოდულად იცვლება მხატვრის ექსპოზიცია და დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს გუდიაშვილის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს. ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში სხვადასხვა საგამოფენო სივრცეა, რაც ვიზიტორს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს გუდიაშვილის მუდმივმოქმედი გამოფენები და გაეცნოს სხვადასხვა პროგრამას და ღონისძიებას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება