გაატარეთ დღე სკულპტურების პარკში, რომელიც ქართველი და საერთაშორისო თანამედროვე ხელოვანების გამორჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. რია ქებურიას ფონდის ეს უნიკალური სივრცე კაჭრეთის ამბასადორის ტერიტორიაზე, თბილისიდან 1.5 საათის სავალზე მდებარეობს. თითოეული ნამუშევარი ლანდშაფტის ნაწილია და სეირნობა თავისთავად ახალი სკულპტურის და მისი ამბის აღმოჩენად იქცევა. პარკის ბილეთი ასევე საშუალებას გძლევთ ეწვიოთ ფონდის საგამოფენო სივრცეს, სადაც ყოველთვიურად ახალი გამოფენა იხსნება, რაც თითოეულ ვიზიტს განსხვავებულს გამოცდილებას სძენს.
სამუშაო საათები : ყოველდღიურად - 10:00-20:00
12 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა
კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორი“ იდეალური ადგილია იმ დასვენებისთვის, რომელიც ყველას სურს თავისი დატვირთული ცხოვრებისგან გასაქცევად.