მენიუ
31 მაისს, Black Sea Arena გერმანული როკის ლეგენდას Scorpions-ს უმასპინძლებს.
ბევრისთვის 60-იან წლებში შექმნილი ჰარდ-როკ ბენდი პაციფისტური ბალადის, Wind of Change-ის წარმატებასთან ასოცირდება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჰანოვერში დაფუძნებული ბენდის მუსიკალური მოგზაურობა ბევრად უფრო საინტერესო და ხაზგასასმელია. ათეულობით მილიონი გაყიდული ჩანაწერით და 20-მდე გამოცემული სტუდიური ალბომით Scorpions-ი არ კარგავს არც აქტუალურობას და არც მსმენელს, რომელიც მათი მუსიკის მოსასმენად მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებს დღემდე ავსებს. გამონაკლისი არც Black Sea Arena იქნება, სადაც ბენდი 2016 წლის წარმატებული კონცერტის შემდეგ კიდევ ერთხელ დაბრუნდება.
ნამდვილად შთამბეჭდავია Scorpions-ის მუსიკალური მემკვიდრეობა და ბენდმაც ყოველთვის კარგად იცის რას ელოდება მათგან მსმენელი, ამიტომ Black Sea Arena-ს სცენაზე აუცილებლად მოვისმენთ იმ ჰიტებს, რომლებმაც აუდიტორიას როგორც ბენდი, ასევე მთლიანად როკ მუსიკა შეაყვარა.