„პარტიტურები: მოსმენა და შესრულება“ — ლაბორატორია „Shumi“-ს პირველი შეხვედრა
ჩვენ ვიკრიბებით, რათა ყურადღებით მოვუსმინოთ.
იმას, რაც ჯერ მხოლოდ მიმანიშნებელია.
იმას, რაც შესაძლოა გახდეს ხმა, მოძრაობა, სახე.
ტრადიციულად, პარტიტურა არის ზუსტი ინსტრუქცია: რა, როდის და როგორ უნდა შესრულდეს.
თანამედროვე და ავანგარდულ კომპოზიციაში პარტიტურა უფრო და უფრო ხშირად იქცევა ღია სისტემად — შეთავაზებად, ინტერფეისად შემოქმედსა, შემსრულებელსა და აუდიტორიას შორის.
ჩვენ დავაკვირდებით, როგორ გამოიყურება პარტიტურა (გრაფიკული, ტექსტური და სხვა):
სიმბოლოები, ხაზები, ჟესტები, ნიშნები, სიჩუმე.
შევქმნით ჩვენსას: სიტყვიერ, ჰიბრიდულ.
დავუკითხავთ და შევასრულებთ მათ — ერთმანეთისთვის და ერთად.