თემა: „ფარისებრი ჯირკვლისა და რბილი ქსოვილების დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ“
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ:
* ფარისებრი ჯირკვლისა და რბილი ქსოვილების დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსიის თანამედროვე მიდგომებს
* პროცედურის ჩატარების ტექნიკას ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ
* პრაქტიკულ ასპექტებსა და კლინიკურ ნიუანსებს
ღონისძიება განკუთვნილია შემდეგი სპეციალობებისთვის:
* რადიოლოგია
* ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
* კლინიკური ონკოლოგია
* ზოგადი ქირურგია
* ენდოკრინოლოგია
* რეზიდენტები
* სტუდენტები
რეგისტრაციის საფასური:
* ექიმები (უპგ ქულებით) – 220 ლარი
* ექიმები (უპგ ქულების გარეშე ONLINE დასწრება + მასტერკლასი მეორე დღეს) – 150 ლარი
* რეზიდენტები (მხოლოდ – 80 ლარი
👥 დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია – მაქსიმუმ 100 დელეგატი (უპგ ქულით).
⚠️ გაითვალისწინეთ, რომ ადგილების შევსების შემთხვევაში რეგისტრაცია შესაძლოა ვადამდე ადრე დაიხუროს, ამიტომ გთხოვთ, დროულად გაიაროთ რეგისტრაცია.
აღნიშნულ ღირებულებაში შედის:
* ღონისძიებაზე დასწრება
* დასწრების სერტიფიკატი
* უპგ ქულები (აკრედიტაციაზე საბუთები შეგვაქვს სამინისტროში, შესაბამისად უახლოეს მომავალში კონფერენციას მიენიჭება აკრედიტაცია);
რეგისტრაციისთვის აუცილებელია:
1. სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
2. დასწრების საფასურის გადარიცხვა ულტრასაუნდ აკადემიის ანგარიშზე;