SCHILLER თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
SCHILLER

SCHILLER

SCHILLER
2 Monk Gabriel Salosi I Turn, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან90
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

თერთმეტი top 10 ალბომი, აქედან ცხრა  No. 1, შვიდ მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი: SCHILLER ერთერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე გერმანელი არტისტია. მისი გლობალური წარმატება დაიწყო ისეთი სინგლებით როგორიცაა “I Feel You” და “Dream of You” რომლებითაც მან გააცნო თავისი გამორჩეული ჟღერადობა საერთაშორისო მსმენელს. 

 

კრისტოფერ ფონ დეილენი a.k.a. SCHILLER სცენაზე ქმნის მომაჯადოვებელ აუდიო სამყაროს რომელიც ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორი მრავალფეროვანი და ენერგიით სავსე შეიძლება იყოს ცოცხალი ელექტრონული მუსიკა. ატმოსფერული ჟღერადობის, ჰიპნოტური რითმების და აკუსტიკური ინსტრუმენტების ნაზავი უზრუნველყოფს ინტენსიურ გამოცდილებას როგორც ძველი ფანებისთვის ასევე ახალი მსმენელებისთვის.  

 

SCHILLER მოხარულია, რომ მისი პირველი კონცერტი საქართველოში გაიმართება 19 დეკემბერს Elektrowerk-ში. ის მოუთმენლად ელის შესაძლებლობას პირველად გაუზიაროს თავისი მუსიკა ქართულ პუბლიკას.

 

არტისტის ვებსაიტის ლინკი: https://www.schillermusic.com/


 

VIP ბილეთი: ექსკლუზიური გამოცდილება კონცერტის ხელმოწერიანი პოსტერით და SCHILLER-თან პირადი შეხვედრით.

 

კარის გაღება: 20:30
კონცერტის დასაწყისი: 21:30

 

ხანგრძლივობა: 2 საათი

 

ასაკობრივი შეზღუდვა: მცირეწლოვნების დასწრება მხოლოდ ზრდასრულთან/მშობელთან ერთად

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

SCHILLER

ადგილი

Elektrowerk
ავთენტური ვინტაჟური ინდუსტრიული განწყობა და ძველი საბჭოთა ელექტროძრავების ქარხნის ინტერიერი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება