აღწერა
...“და ისევ მოგვეცემა დღე დიდებული“...
სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“ მოგვითხრობს უბრალო, ადამიანური ცხოვრების წარმავალობის შესახებ. სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტა მეტაფორულად, ქვიშაში ნახევრად ჩაფლულ პერსონაჟს გვაჩვენებს, რომლის ცხოვრებამაც განვლო, თუმცა იგი არ ნებდება და მორიგი ბედნიერი დღის იმედითაა აღსავსე.
სევდით, იუმორით, სიყვარულითა და ტრაგიზმით აღსავსე პერსონაჟები გვაფიქრებენ ცხოვრების წარმავალობისა და ჭეშმარიტი ღირებულებების შესახებ, ხოლო გია ყანჩელის შესანიშნავი მუსიკალური გაფორმება ადამიანური ემოციებით ავსებს სასცენო სივრცეს.