„გამოვითვალე: საქართველოს ცეკას პირველი მდივნის შვილად გაჩენის ალბათობა ჩვენებური ლატარიის ჯეკპოტის მოგების ალბათობაზე სამჯერ მცირე ყოფილა. არადა, მგონი ჯობდა ჯეკპოტი მომეგო“, – გელა ჩარკვიანი, „ნაგერალა“.
„საუბრები გელა ჩარკვიანზე“ – 1-ელ მარტს, 19:00 საათზე, თიბისი კონცეპტი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გელა ჩარკვიანის 85 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გიწვევთ. მოგეხსენებათ, „ინტელექტი“ გელა ჩარკვიანის წიგნების გამომცემელია, თიბისი კონცეპტი კი მასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების მუდმივი პარტნიორი.