8 აგვისტოს G2 კლუბის რეზიდენტისა და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერის, ლეონ ლოლიშვილის მიერ დაფუძნებულ პროექტს Autumn Tree უმასპინძლებს. მასთან ერთად წარდგება ლოკალური დიჯეი, მრავალფეროვანი სელექციით გამორჩეული Sally Kipa. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს თბილისში დაფუძნებული დიჯეი და პროდიუსერი, ჟღერადობებზე Trance და House ორიენტირებული Señor.