ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილ შვიდ ქალზე, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში წყალტუბოს მიტოვებულ სანატორიუმ „მეტალურგში“ შეასახლეს. 2022 წელს, სანატორიუმის გასხვისების შემდეგ, ქალები ეტაპობრივად ტოვებენ ამ დროებით საცხოვრებელს, რომელმაც 30 წლით შეიფარა და გადადიან მათთვის აშენებულ ახალ, მაგრამ მაინც დროებით საცხოვრებელში.
ეს პროცესი, რომელსაც ფილმის გმირი დევნილი ქალები, მათი ოჯახის წევრები, ნათესავები და მათსავით დევნილი სხვა ადამიანები დიდი ხანი ელოდნენ ბევრ ახალ, მტკივნეულ ფიქრს და შიშს და უსიამოვნო შეკითხვას აჩენს.
დასაწყისი: 19:00
2 მარტს კინოს სახლში გაიმართება გიორგი ვარსიმაშვილის და ჟან ნუშის დოკუმენტური ფილმის „სასტუმრო მეტალურგი“ ჩვენებება. დასწრება თავისუფალია.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
კინოს სახლის კინოდარბაზი
2 Kakabadzebi Brothers, Tbilisi
„კინოს სახლის“ კინოდარბაზი წლების განმავლობაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ქართული კინოს განვითარება–პოპულარიზაციაში და ზოგადად, კინო–გემოვნების ჩამოყალიბებაში, ვინაიდან მაყურებელს სთავაზობდა არაკომერციულ, ზოგჯერ აკრძალულ, მსოფლიო დონის რეჟისორების ფილმებს, რომელთა ნახვა მხოლოდ აქ თუ შეეძლო მაყურებელს. კინოს სახლის კინოდარბაზი იყო და არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, საავტორო ფილმების ჩვენებაზე ორიენტირებული სივრცე.