გელოდებით დიდებს პატარებთან და პატარებს დიდებთან ერთად, მათ ვისაც ყველაზე ძალიან გიყვართ წელიწადის ეს დრო და გინდათ ეს ემოცია თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გაუზიაროთ.
ჩვენამდე მოსასვლელად გლინტვეინის, ცხელი შოკოლადისა და დაბრაწული წაბლის სუნს გამოყევით.
მეწარმეებო, საშობაო მარკეტზე მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ფორმა 20 ნოემბრამდე: https://forms.gle/TwJeueTEfqNt2s1a7
ტრადიციულად, ფაბრიკაში საშობაო ბაზრობა 23-24 დეკემბერს გაიმართება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ სულ მალე, ჩვენი ეზო საახალწლო სამზადისით აფუსფუსდება.
ფოტო და ვიდეო
ადგილი
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.