2 ოქტომბერს Kultura-ში — ჯგუფ Sansara-ს ფრონტმენი საშა გაგარინი.
Sansara-ს სიმღერები, რომლებიც უკვე მრავალი წელია გვიყვარს და ვიცით, ამ საღამოს აკუსტიკურ შესრულებაში გაჟღერდება.
ჯგუფის უკან თითქმის 30-წლიანი მუსიკალური ისტორიაა, ათზე მეტი ალბომი, მუსიკა ფილმ Arrhythmia-ს საუნდტრეკში და კლიპები, რომლებიც Cannes Lions-ის, London International Awards-ისა და UK Music Video Awards-ის ჯილდოებით აღინიშნა.